,,ნეტფლიქსის“ პოპულარული ფილმის, Extraction-ის მეორე ნაწილი Extraction 2 მალე ტელეეკრანზე გამოვა. მისი გამოსვლის თარიღად 2022 წლის მაისი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმში სამი ქართველი მსახიობი, თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი და დათო ბახტაძე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ IMDB-ზეა უკვე გამოქვეყნებული.
ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსუორთი ასრულებს. მისი პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა და შთამბეჭდავი აღიარება მოიპოვა. ფილმის პირველ ნაწილს “ნეტფლიქსზე” 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.