ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ლას-ვეგასში შეუღლდა და ქორწინების მოწმობაც აიღო.
აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2022 წლის აპრილში განაახლა.