ამერიკელი რეპერი Takeoff (28) სამშაბათს ღამით მოკლეს. ამის შესახებ ცნობილი სახეების პორტალი TMZ იუწყება.
მედიის ცნობით, ამერიკელი სუპერვარსკვლავი, რომლის ნამდვილი სახელია კირშნიკ ხარი ბალი, ჰიუსტონში (ტეხასი) ბოულინგის ცენტრის წინ დილის 2:30 საათზე მოკლეს. ის იყო ჰიპ ჰოპ ტრიოს Migos-ის წევრი.
დანაშაულამდე რამდენიმე საათით ადრე რეპერმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ბოულინგ ცენტრის წინ იყო.
მომხდარის ზუსტი ფონი ჯერჯერობით უცნობია.