ლიონელ მესის დებიუტი შედგა პოპულარულ არგენტინულ სერიალ Los Protectores-ში. გამოცემა Goal-ის ცნობით, სერიალი სამი საფეხბურთო აგენტის შესახებაა, რომლებიც გაერთიანდებიან თავიანთი კარიერის გადასარჩენად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.
36 წლის ფეხბურთელი მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში გამოჩნდა, სადაც აგენტები მესის პარიზში სტუმრობენ და სთავაზობენ მას ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდასაჭერის პროგრამაში ჩაერთოს.
2021 წლის აგვისტოში არგენტინელი ბარსელონაში 17 წლის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. მას კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2023 წლის ივნისში ეწურებოდა. პარიზელებში თამაშის ბოლო თვეებში მესიმ გულშემატკივრებისგან ზეწოლა და ნეგატივი განიცადა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე მედია თავდამსხმელის სამ კარიერულ განვითარებაზე წერდა: მაიამის ინტერში გადასვლა, საუდის არაბეთში გადასვლა და ბარსელონაში დაბრუნება. მესიმ პირველი ვარიანტი აირჩია.