ნიდერლანდებში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ტრანსგენდერი გახდა. რიკი ვალერი კოული 22 წლის ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც “მის სამყარო ნიდერლანდების“ კონკურსში გაიმარჯვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ წელს ის თავისი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება “მის სამყაროს” კონკურსზე და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ გოგონებთან ერთად, გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
სილამაზის დედოფლის გვირგვინი გამარჯვებულს წინა წლის ტრიუმფატორმა, ონა მუდიმ გადასცა.
“მე ეს შევძელი. არარეალურია, მაგრამ ახლა შემიძლია ჩემს თავს მის ნიდერლანდები 2023 ვუწოდო“, – წერს “ინსტაგრამზე” გამარჯვებული.
“მის სამყარო 2023“ სალვადორში დეკემბერში გაიმართება და გოგონები 24 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.
“მის სამყაროს“ კონკურსზე პირველად ტრანგენდერი კონკურსანტი 2018 წელს მონაწილეობდა. ის იყო ესპანეთის წარმომადგენელი, ანხელა პინსი. ამჟამად კი ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ადგილობრივი მასშტაბით სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ტრანსგენდერი პირველად გახდა.
სილამაზის კონკურსებზე ტრანსგენდერები 2012 წლიდან დაუშვეს.