ჰარვარდის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ შექმნეს ადამიანის გაახალგაზრდავების აბები.
“ახალგაზრდობის ტაბლეტის” შემადგენლობა მოიცავს ექვს ქიმიურ ნაერთს, რომლებიც უზრუნველყოფენ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, რომელიც გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი დევიდ სინკლერი დარწმუნებულია, რომ ცდები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ტარდებოდა, მომავალ წელს ადამიანებზე დაიწყება. ამავდროულად, მან დაადასტურა, რომ ადამიანის უჯრედებზე ექსპერიმენტები უკვე არაერთხელ ჩატარდა და შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
სინკლერმა თქვა, რომ კოლეგებთან ერთად მან გამოსცადა მილიონობით მოლეკულური კომბინაცია, რომელიც აჩერებს უჯრედების დაბერების პროცესს, ამავე დროს ახდენს მათ გაახალგაზრდავებას. ექვსი ყველაზე ეფექტური ნაერთის თავისებურ კოქტეილს შეუძლია ძველი უჯრედების გახალგაზრდავება მხოლოდ ერთ კვირაში.
მეცნიერები თვლიან, რომ მათი გამოგონება საშუალებას მისცემს ადამიანს, არა მხოლოდ გაახალგაზრდავდეს, არამედ გათავისუფლდეს ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისგან. თუმცა, ეს ეფექტი ჯერ არ არის დადასტურებული და ბიოლოგები ახლა აქტიურად ამოწმებენ ამ ჰიპოთეზას ექსპერიმენტულად.
წყარო: mkurnali.ge