ცნობილი ვარსკვლავები,თავბრუდამხვევი წვეულებები, წითელი ხალიჩა და ექსკლუზიური შოუები – მოდის ქალაქის ცენტრი ერთ კვირით ნიუ-იორკია.
სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ ჩვენებებს ახლა ცნობილი სახეები სტუმრობენ, რომელთა ლუქებიც მოდის კრიტიკოსთა და არამარტო მათი, განხილვის საგანია. შეგვიძლია, ვნახოთ, ვინ რა ღონისძიებას დაესწრო და როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ვარსკვლავები ამ მნიშვნელოვან ღონისზიებაზე.
ემილი რატაკოვსკი 6 სექტემბერს, ვიქტორია სეკრეტის დახურულ ჩვენებამდე
ავრილ ლავინი და ვინი ჰარლოუ – ერთად დაესწრნენ ვიქტორია სეკრეტის დახურულ ჩვენებას, აქვე იმყოფებოდა ჯულია ფოქსიც, რომელიც ანგელოზის ფრთებით, დრესკოდის მიხედვით წარსდგა.
პამელა ანდერსონი და ჰოლი ბეილი ერთად ბრწინავდნენ პანდორას მიერ გამართულ საღამოზე.
ბლეიკ ლაივლი დაესწრო მაიკლ კორსის 2024 წლის გაზაფხულის Ready to Wear Runway შოუს.
ელენ პომპეო და კრის აივერი ასევე დაესწრნენ მაიკლ კორსის გაზაფხული 2024 Ready to Wear Runway Show-ს.
რა იქნებოდა მოდის კვირეული ან ნებისმიერი ჩვენება სარა ჯესიკა პარკერის გარეშე, ის იყო Daily Front Row Fashion Media Awards 2023-ის დაჯილდოვებულთა შორის.
ჯენიფერ ლოპესი წინა რიგში იჯდა ედვარდ ენინფულთან და ანა ვინტურთან ერთად COACH 2024 წლის გაზაფხული Ready To Wear Runway Show-ზე.
ვარსკვლავთა შორის ასევე იყო მოდელი ჰეილი ბიბერი ნოუ-ორკის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე, სადაც Saint Laurent-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ერთ-ერთი ლუქით წარსდგა. მოცემული მოდელი ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ენტონი ვაკარელომ პარიზის მოდის კვირეულზე, ამ წლის მარტში წარადგინა.
სტატია გამოქვეყნებულია საიტზე marao.ge