„რა თქმა უნდა ეს იყო ერთი ნაბიჯი წინ. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით არა მილანში, არამედ კიევში და ამ ქალაქიდან დაგვეწყო ჩვენი ბრენდის გაკეთება. საკმაოდ წარმატებულად შევედით უკრაინის ბაზარზე, მაგრამ 2 წელიწადში ჩემი და ანუკის გზები გაიყარა. არ მქონდა იმის მომენტი, მეფიქრა, რომ მე აქ უნდა დავბრუნებულიყავი. დავრჩი უკრაინაში.
იყო რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომელიც ჩემთვის მტკივნეული იყო, მაგრამ დიდ სურათში კარგად ვხედავ და აგიხსნი, რატომ. ჩემ ცხოვრებაში პარტნიორების მოსვლა და წასვლა ძალიან დროულად ხდება. რაც ჩვენი გზები გაიყო, ერთი წლის განმავლობაში კარიერულად ნაბიჯები წინ გადავდგი. კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხდი. “. – განაცხადა დიზაინერმა ბიჭოლამ გადაცემაში “სხვა ნანუკა”.