როგორც აღმოჩნდა, საქართელოს კიდევ ერთი პოპულარული ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს. ერთი მომღერალია, მეორე კი ფეხბურთელი. ერთი ხვიჩა თუ რუსული ყვითელი პრესის განხილვის საგანია, მეორე ხვიჩა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია და ლეგენდარული კვარას უკვე მსოფლიო მასშტაბით ცნობენ და უყვართ.
მოდი კავარაზე აღარ ვისაუბრებთ და პირდაპირ გადავალთ იმ ხვიჩაზე, რომელმაც რუსეთში კონჩიტას იმიჯი მოირგო და მომღერლების დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქრს გრამაფონი“ კვარაცხელია წითელ ხალიჩაზე ბედნიერი სახით ფილიპ კირკოროვთან ერთად პოზირებდა.
წითელ ხალიჩზე კვარაცხელია შავი კოსტიუმით იყო წარმოდგენილი, რომელსაც დიდი შავი ბაფთა ამშვენებდა. ქართველი მომღერლის ჩაცმულობა უყურადღებოდ არც პრესას და არც საზოგადობას არ დარჩენია.
„მომღერალი აშკარად მოემზადა წითელი ხალიჩისთვის. ღირდა თუ არა? – ეს კითხვა ღიად დავტოვოთ“, – წერს life.ru.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მომღერლის გარდა ასევე არის ბლოგერი, მოდელი და ფოტოგრაფი. ის წლების წინ საქართველოში „იქს ფაქტორშიც“ მონაწილეობდა.