„პალიტრანიუსის“ ეთერში, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ და გადაცემის „მონეტიზაცია“ ერთობლივი პროექტი „წარმატების ფორმულა“ უკვე მეორედ გავიდა.
რუბრიკის წამყვანია სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკა მგალეობლიშვილი, რომელიც რუბრიკას თანაწამყვანებთან, „კატრინის“ წარმატებულ მოდელებთან მარიამ მირიანაშვილთან, ანი სტეფანიშვილთან და ნუცა გრიგალაშვილთან ერთად უძღვებოდა, სტუმარი კი ყველასათვის საინტერესო პოლიტიკოსი ეკა ბესელია გახლდათ.
„ტრადიციულად ყოველ პარასკევს ეთერში რუბრიკა „წარმატების ფორმულა ეკა მგალობლიშვილთან ერთად“. სტუმარი გახლავთ განათლების ცენტრის, მართლმაჯულების სახლის დამფუძნებელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემი მეგობარი ეკა ბესელია. ჩვენი მეგობრობა ათწლეულზე მეტს ითვლის, ლიზიკო იყო 5 წლის, როდესაც მისმა არაჩვეულებრივმა დედიკომ რომ მოიყვანა „კატრინში“ და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ლიზი „კატრინის“ მოდელია და მინდა ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული გახლდათ, ჰქონდა საერთაშორისო ფესტივალი, სადაც იმღერა არაჩვეულებრივად და გრანპრი ჩამოუტანა საქართველოს. მაშინ 9 წლის იყო, დღეს ლიზიკო 19 წლის არის.
მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკას, იმიტომ რომ ვიცი ძალიან დატვირთულია, თუმცა, „კატრინის“ გვერდით არის ყოველთვის. რუბრიკის გენერალური სპონსორია სასტუმრო „თბილისი თაუერი“, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანი 98-ნომერში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი ბოლაშვილს, არა მხოლოდ ამ პროექტის სპონსორობისთვის, არამედ ჩვენი მეგობრობისთვის. ასევე, რუბრიკის პარტნიორია ქართული სამოსის ბრენდი, ჩოხა. ჯი. გადაცემაში მე და ჩემს ულამაზეს თანაწამყვანებს, მარიამ მირიანაშვილს, ანი სტეფანიშვილს და ნუცა გრიგალაშვილს ქართული სამოსი გვაცვია და ამ არაჩვეულებრივ სამოსში გვიხილა მაყურებელმა.
ეს სამოსი ძალიან მომწონს, მიყვარს და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამასთან, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Fashion Time-ს, ჩემს უსაყვარლეს გიორგი საკარულს, რომ ასე გვანებივრებს, თითოეული ჩვენი რუბრიკა, წარმატების ფორმულა ეკა მგალობლიშვილთან ერთად არ შუქდება მხოლოდ ტელეეთერით, არამედ Fashion Time-ს მკითხველიც ხედავს და ეცნობა ამ ყოველივეს, არა მხოლოდ წარმატების ფორმულაში, არამედ სამოდელო სააგენტო კატრინის სიახლეებითა და მიღწევებით ანებივრებს მკითხველს. მე მინდა ექსკლუზიურად Fashion Time-ს განვუცხადო, რომ 24 თებერვალს მივფრინავთ მილანში, იმართება მოდის კვირეული, სადაც მიწვეულია ქართული სამოსის ბრენდი „ანასტასია“ . ძალიან მიხარია, რომ მილანის მოდის კვირეულს ჩვენი შუამავლობით უნიჭიერესი მომღერალი ნინი შერმადინი გახსნის, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის მილანიდან ჩამოფრინდება. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს, „TV შანელი“, არის ასეთი ტელევიზია მილანში და იქ იქნება ჩვენება, 25-ში არის მილანის მოდი კვირეული, 26 თებერვალს ვიქნებით ტელევიზიაში, შემდგომ კი ერთი კვირით ვრჩებით მილანში, ბარიში, ვესტუმრებით წმინდა ნიკოლოზს და დიდი პატივია ეს ყოველივე ჩემთვის. სამ მარტს კი მივფრინავთ პარიზში იქაც მოდის კვირეულში ვიღებთ ჩვენებას და პარიზის მოდის კვირეულს გახსნის ქართველი მომღერალი. ასეთი დახუნძლული თებერვალი და მარტის დასაწყისი გვაქვს და რა თქმა უნდა ამ პერიოდში პარასკევ დღეს ჩვენ მილანიდან ჩავერთვებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს“, – აღნიშნა ეკა მგალობლიშვილმა.
რუბრიკის თანაწამყვანებმა, Fashion Time-ს პირველი ეთერით გამოწვეული ემოციები გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ საოცარი შთაბეჭდილებებით არიან აღსავსე.
„მე მინდა მადლობით დავიწყო, იმიტომ რომ წინა ინტერვიუდან საოცარი შთაბეჭდილებები დამრჩა. წინა ეთერი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, დღეს უკვე მეორე ეთერია. მე განსაკუთრებულობას მძენს ქართული ტრადიციული სამოსი, რომელიც უკვე მეორე ეთერია გვაცვია, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩოხა ჯი-ს.
მეორე გადაცემაში გახლდათ ქალბატონი ეკა ბესელია, რომელმაც საჩუქრებით დაგვაჯილდოვა მე და ჩემი მეორე თანაწამყვანი ანი სტეფანიშვილი, მე ძალიან გამახარა ქალბატონ ეკას საჩუქარმა და რა თქმა უნდა მადლიერი ვარ. მინდა გამოვეხმაურო ერთ პატარა ამბავს. რამდენიმე დღეში მივფრინავთ მილანის მოდის კვირეულზე მადლობა მინდა გადავუხადო სამოდელო სააგენტო „კატრინს“, ქალბატონ ეკატერინე მგალობლიშვილს, იმიტომ რომ მაჩუქა მთელი ეს ტური იტალიაში და მექნება ბედნიერება, რომ იტალიის ტელევიზიასა და მილანის მოდის კვირეულზე მივიღო მონაწილეოობა. ძალიან დატვირთული და წარმატებული დღეები გველის კატრინთან ერთად და მადლობა ეკა მგალობლიშვილს“, – განაცხადა მარიამ მირიანაშვილმა.
„უკვე მეორე გადაცემა გავიდა ეთერში, ეკა ბესელია ძალიან საინტერესო სტუმარია. საჩუქარიც გადმოგვცა, ეს არის არაჩვეულებრივი კურსი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება კარიერაში. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ნუგზარ კვანტალიანს ულამაზესი სამოსისთვის და რა თქმა უნდა, მადლობა ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს, რათა შანსი მომცა ვყოფილიყავი გადაცემის თანაწამყვანი“, – აღნიშნა ანი სტეფანიშვილმა.
„მეორედ ვარ თანაწამყვანი, წინა გადაცემაში ცოტას ვღელავდი, ახლა აღარ ვნერვიულობ, ძალიან საინტერესოა და საყვარელი გახდა ჩემთვის ჩემი ახალი პროფესია“, – თქვა ნუცა გრიგალაშვილმა.
საინტერესო და ძალიან რეიტინგული აღმოჩნდა განათლების ცენტრი-მართმსაჯულების სახლის დამფუძნებლის, სამართლის დოქტორის, პროფესორის, ეკა ბესელიას სტუმრობა რუბრიკაში „წარმატების ფორმულა“.
მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა ისაუბრა, ცხოვრების ახალ გამოწვევაზე სერიალში „მარჯვენა სანაპირო“ მონაწილეობაზე, მართლმსაჯულების სახლის პროექტებზე და საკუთარ წარმატების ფორმულაზე.
ეკა ბესელიამ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები, რუბრიკის თანაწამყვანები, ანი სტეფანიშვილი და მარიამ მირიანაშვილი ორთვიანი კურსით დაასაჩუქრა.
როგორც მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა აღნიშნა, გოგონები ორი თვის განმავლობაში გაივლიან საჯარო გამოსვლის და კომუნიკაციის კურსს:
„მართლმსაჯულების სახლი უკვე სამი წელია დაფუძნებულია, მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ამ სფეროს, მართლმსაჯულების სფეროს სპეციალისტები მომზადდნენ ამ ცენტრის დახმარებით. ეს საქველმოქმედო პროექტია ამიტომ მიყვარს, ჩვენი პარტნიორია usaid – ი. ავიღეთ რეგიონის უნივერსიტეტები, ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ სამართლის სფერო, არამედ საერთაშორისო სამართალი. ზუგდიდში არსებულ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობენ აფხაზეთიდან გადმოსული სტუდენტები და ეს ყველაზე ემოციურია ჩემთვის. ზუგდიდში აფხაზეთიდან გადმოსული 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ჩვენ მათთვის ფილიალი გავხსენით. ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტია ამ პროექტის მონაწილე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი და ჩვენ საჩუქრად ვუკეთებთ ამ პაკეტებს სტუდენტებს.
ადამიანი, როგორც ზრუნავს თავის სილამაზესა და გარეგნულ მხარეზე, არანაკლებ უნდა ვიზრუნოთ განათლებასა და შინაგან მხარეზე, სულიერ ნაწილზე. ამიტომ ეს ჩვენი საჩუქარი, ორი გოგონა გამოვარჩიეთ მარიამ მირიანაშვილი და ანი სტეფანიშვილი, მინდოდა მათთვის შემეთავაზებინა ჩვენი საჩუქარი, ისინი ორი თვის განმავლობაში გაივლიან საჯარო გამოსვლის და კომუნიკაციის განსაკუთრებულ კურსს. ეს არის მასტერკლასი, პრაქტიკული ნაწილი, ეს არის ჩვენი საჩუქარი არაჩვეულებრივი გოგონებისთვის.
მთავარი კომპონენტი რაც არის, ეს არის განათლების ნაწილი, მაგრამ არ არის მხოლოდ. განათლების ნაწილში გვაქვს რამდენიმე სკოლა, მართლმსაჯულების სკოლა, სამართლის სკოლა, რომელიც ამზადებს ადვოკატებს, პროკურორებს, გამომძიებლებს. ვისაც სჭირდება პრაქტიკული მომზადება. ეს არის ის ტრანზიტული ეტაპი, როდესაც უნივერსიტეტებს ამთავრებენ და სჭირდებათ დამხმარე, გზამკვლევი და მეტი პრაქტიკული კომპონენტი. ანალოგი არ აქვს ამ პროექტს ჩვენ არა მხოლოდ სამართლის თემებს გავდივართ, არამედ, მაგალითად ერთ-ერთი ნაწილია ფსქოლოგიის ემოციური ინტელექტის ნაწილი, ეს არაჩვეულებრივი კომპონენტია, გვაქვს დიპლომატიის სკოლა, რომელსაც დიპლომატიის მამა, ბატონი თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. ეს კურსი დიპლომატ თედო ჯაფარიძეს მიჰყავს.
გვაქვს ბიზნეს-სამართლებრივი მიმართულება, არაფერია არც მიწაზე და არც ჰაერში, რაც კოდექსში არ ექცევა, ამ ოკეანეში რომ შევდივართ ყველაფერი გვაქვს. ვასწავლით ცურვას.
დიდია მოთხოვნა და მადლობა ასეთ ძლიერ პარტნიორს. მათ შორის აშშ-ის მთავრობის და ხალხის კონტრიბუცია, 30 წელია ისინი საქართველოს ეხმარებიან.
მართლმსაჯულების სახლის პროექტში გვაქვს მეორე ნაწილი და ეს არის ექსპერტიზის ცენტრი, რომ წარმოიდგინოთ როგორ ტარდება ტექნიკური, სამედიცინო, ბალისტიკური ექსპერტიზა. სამართლებრივ ექსპერტიზასაც ვაკეთებთ. აქ მეცნიერები პროფესორები მუშაობენ და შემდეგ დასკვნას აკეთებენ.
მთავარი, რის გამოც ეს შეიქმნა არის მართლმსაჯულება, როგორც სახლი დგას საძირკველზე და ხვაგვარად ის ვერ აშენდება, სახელმწიფო ვერ აშენდება თუ ეს სისტემა მართლმსაჯულებისა გამართული არ არის. სწორედ ამას ემსახურება ეს ცენტრი“, – განაცხადა მან.
ეკა ბესელიამ რუბრიკაში თავისი ჩაცმის სტილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ცხოვრების წესი განსაზღვრავს ჩაცმის სტილს.
„ცხოვრების წესი მათ ეტყობათ ჩვევებში, მათ შორის ჩაცმის სტილში, იმდენი წელია საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ ეს შეთავსდა კლასიკურ აკადემიურ სტილთან. თუმცა მე ძალიან მიყვარს სპორტული სტილი“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება სერიალში მონაწილეობას, ეკა ბესელიამ მკითხველსა და მაყურებელს გაუმხილა როგორ მოხვდა სერიალში.
„სერიალში სრულიად შემთხვევით მოვხდი, შემომთავაზეს. ეს არის ემიგრანტი დედის როლი, გოგონას ჰყავს დედა, რომელიც 8 წლის მანძილზე იტალიაში იმყოფებოდა და დაბრუნდა თავის სამშობლოში შვილთან. ნუცა თოფურია არის არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელმაც ისე შემაყვარა თავი, რომელმაც შეძლო ისე მოვფერებოდი, როგორც ლიზიკოს, ქეთის და რატის. იეჭვიანეს ჩემმა შვილებმა და ქეთიმ ისიც კი მითხრა, რომ ასე მხოლოდ ჩვენ გვეფერები და როგორ შეძელი ეს ყველაფერიო, სწორედ ის წარმოვიდგინე როგორც მათ ვეფერები.
მე ვარ ძალიან თამამი და გაბედული, არასოდეს არ ვყოფილვარ არც ერთ როლში, ჩემი პროფესია, ადვოკატის პროფესია მოითხოვს გარკვეულ პირობებს. როგორც კი ეს შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, უნდა დაუშვა, რომ ვიღაცები გაგაქილიკებენ, გაიცინებენ, ვიღაცას მოეწონება და ყველაფერი უნდა აიტანო. მე შემოთავაზებისას ვუთხარი, რომ ორი პირობა მაქვს მეთქი, პირველ რიგში იმ ემოციას გამოვხატავ რაც მექნება, იმიტომ რომ არ შემიძლია თამაში, როგორც გამოვა ისეთი გამოვა. მეორე ვერ ვიზეპირებ ტექსტებს, მე მაქვს ჩემი ლექსიკონი“, – აცხადებს ეკა ბესელია.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა სანდრო ვეფვაძემ გადაცემაში გააჟღერა საკუთარი იდეა, რომ შესაძლებელია გადაცემაში დრო დაეთმოს ასეთ კომპონენტებს, მედიაცია, გაჭიანურებული ბიზნეს დავები, რაზეც სტუმრისგან კომპლიმენტი მიიღო და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საჭირო და საინტერესო საკითებია:
„ძალიან დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე მართლმსაჯულების მდგრადობას, დღეს საქართველოში არც ერთი სერიოზული ბიზნესმენი არ ჩამოვა და არ იკითხავს, როგორი სასამართლო გაქვთ? ბიზნესმენი რომ დებს ინვესტიციას მას ესაჭიროება მდგრადი მართლმსაჯულების სისტემა” -განაცხადა იურისტმა.
ეკა ბესელიამ გადაცემაში საკუთარ წარმატების ფორმულაზე ისაუბრა და წამყვან ეკა მგალობლიშვილის კითხვაზე, თუ რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, ნიჭი, შრომა თუ იღბალი, ეკა ბესელიამ უპასუხა:
„პირველ რიგში ნიჭი სჭირდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, შრომის მოყვარეობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა და მიზანი. რომელიმე კომპონენტი რომ გამოაცალო ვერ შედგები.
ხშირად ვეკითხები მომავალ პროფესიონალებს, რა მიზანი გაქვს? გინდა იყო საშუალო იურისტი, თუ გსურს იყო ვარსკვლავი ვარსკვლავთა შორის? ყველაფერს აქვს თავისი ფორმულა“, – აცხადებს ის.
ეკა ბესელიამ გადაცემაში სამოდელო სააგენტო „კატრინთან“ ურთიერთობაზე ისაუბრა და გაიხსენა ის დრო, როდესაც თავის შვილი, ლიზა კატრინში მიიყვანა.
„ჩემი და „კატრინის“ ურთიერთობა 14 წელს ითვლის, როდესაც ლიზა გახდა 5 წლის, ფეხი აიდგა პირველად დადგა კატრინში და მე მახსოვს ამ სიხარულის ზეიმის თანამონაწილე ვიყავი, კატრინი განვითარდა გახდა ვარსკვლავი, იპყრობს ყველაფერს და აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ეკა მგალობლიშვილი საოცარ უნარებს ფლობს” – განაცხადა ეკა ბესელიამ რუბრიკაში „წარმატების ფორმულა ეკა მგალობლიშვილთან ერთად“.
თეკლა დადიანი, Fashiontime