მატილდა გვარლიანი უკვე მეორედ მოხვდა Vogue-ს ყდაზე. ამჯერად ქართველი მოდელი მექსიკური Vogue-ს 2024 წლის ივნისის ნომრის გარეკანს ამშვენებს. მეორე ყდაზე ასევე ვხვდებით ამერიკელ მოდელ ამელია გრეის.
მატილდა ამშვენებდა ჰოლანდიური Vogue-ს 2024 წლის მარტის ნომრის გარეკანსაც, რომლის დამსახურებითაც ის პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომლის ფოტოც მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა.
შეგახსენებთ, 2022 წლის მიწურულს მატილდა ჰოლანდიური Vogue-ს ციფრულ გარეკანზეც ვიხილეთ, რომლისთვისაც ის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა ელენ ფონ უნვერტმა გადაიღო.