WWD-ს ცნობით, რიანასა და Dior-ის მოდის სახლს შორის მორიგ პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ეს სურნელი, რომელიც უკვე დიდი ხანია ვიცი და მიყვარს, ქალებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,” – განაცხადა რიანამ. “მოუთმენლად ველოდები, როდის შევუერთდები ამ თავგადასავალს და როგორ გავამდიდრებ მას ჩემი უნიკალური პერსპექტივით, პირადი ისტორიით, ჩემი ფესვებით და ასევე ჩემი კრეატიულობითა და ფემინურობით.”
მისი მონაწილეობით სტივენ კლაინის მიერ გადაღებული “J’Adore”-ს პირველი კამპანია 1 სექტემბერს გამოქვეყნდება.