38 წლის დიზაინერმა დრისმა 128 ჩვენების შემდეგ, თავისი უკანასკნელი კოლექცია წარადგინა. რა თქმა უნდა, ჩვენებაზე დამსწრეთა შორის ლეგენდარული ანტვერპენის წევრებიც იმყოფებოდნენ – Ann Demeulemeester და Walter Van Beirendonck.
ბელგიელმა დიზაინერმა თავისი საქმიანობის მიტოვების შესახებ სამი თვის წინ განაცხადა.
„ჩემი ოცნება იყო, მოდაში ხმა მქონოდა“, – ვკითხულობდით მის საჯარო წერილში.
„ეს ოცნება ავიხდინე. ახლა კი მინდა ისეთ რამეებზე ვკონცენტრირდე, რისთვისაც დრო არასდროს მრჩებოდა.“ თუმცა საკუთარ ბრენდს სრულად არ ტოვებს და, როგორც მრჩეველი კვლავ შეიტანს წვლილს ბიზნესის განვითარებაში, რომელიც 2018 წელს Puig-ს მიჰყიდა.