„XATKO” საფრანგეთში – რა სიახლეებს სთავაზობს დიზაინერი ხათუნა კობახიძე თავის მომხმარებლებს?

„XATKO” საფრანგეთში – რა სიახლეებს სთავაზობს დიზაინერი ხათუნა კობახიძე თავის მომხმარებლებს?

ქართული ბრენდი „XATKO” სექტემბერ-ოქტომბერში საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში აპირებს მაღაზიის გახსნას, ამის შესახებ დიზაინერმა ხათუნა კობახიძემ „ქრონიკა +“-ს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მუშაობა.

„ბრენდი „ხატკო“ უკვე იყიდება ამერიკაში და აქტიური თანამშრომლობა მაქვს თბილისიდან. გარდა ამისა, ექსკლუზიურად პირველად თქვენ გეტყვით: მოგეხსენებათ, პარიზი მოდის ქვეყანაა და ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩვენი ქართული ბრენდი ყოფილიყო საფრანგეთში. დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში პარიზში გაიხსნება ქართული ბრენდის „ხატკოს“ მაღაზია. ამაზე უკვე აქტიურად მაქვს დაწყებული მუშაობა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება“, – განუცხადა დიზაინერმა „ქრონიკა +“-ს.

ამასთან, დიზაინერმა უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალ კოლექციაზე.

„ერთ თვეში დავიწყებ უკვე ახალ კოლექციაზე მუშაობას და სექტემბერში გამოვუშვებ. ძალიან ბევრი მიმბაძველი მყავს ამ სფეროში, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს პირველ ხაზზე, რომელიც იყო ტყავით და რკინებით გაფორმებული, უნდა შეიცვალოს ფასები, ანუ დაიწიოს და ახალი კოლექცია გახდება პირველი ხაზი, რომლის ფასიც იქნება მაღალი. რადგან შეიქმნა ექსკლუზიური ლუქები, ეს ხაზი, რომელიც მაქვს დღეს, მისი ფასი დაიწევს და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრს აცვია უკვე ჩემს სტილში და მირჩევნია, ჩემი სამოსი ეცვას ხალხს. ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მხოლოდ მას ეცვას და სხვას არავის, მათთვის შეიქმნება ცალკე ხაზი, რომლის ფასიც შესაბამისად იქნება განსხვავებული“, – განაცხადა ხათუნა კობახიძემ.