ბოლო ცნობები ჰოლივუდიდან – ფი დიდის საქმემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო

ბოლო ცნობები ჰოლივუდიდან – ფი დიდის საქმემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო

,,ფი დიდის საქმემ” მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და დღეს ყველა ამაზე საუბრობს. ამერიკელი რეპერი შონ ქომბსი იგივე P Diddy 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება: ტრეფიკინგი, ნარკოტიკების გასაღება, გაუპატიურება და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვა. ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დიდი პატიმრობაში დატოვეს.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

სამართლებრივი დავა რეპერის წინააღმდეგ 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. მისმა მეგობარმა ქალმა – კასანდრა ვენტურამ, ის სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. კასანდრამ სარჩელი მალევე გამოიტანა და განაცხადა, რომ ის და P Diddy შეთანხმებამდე მივიდნენ.

ვენტურას მიერ გამოტანილი საჩივრის შემდეგ, რეპერს კიდევ ორმა ქალმა უჩივლა. ერთ-ერთმა ქალმა Joi Dickerson-Neal-მა (რომელიც რეპერის მუსიკალური კლიპის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა) სარჩელში განაცხადა, რომ P Diddy-მ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა, რის შემდეგაც მასზე იძალადა. კომბსმა ორივე ბრალდება უარყო.

ამ ორ საჩივარ არაერთი მოყვა. ერთმა ქალმა ის სექსუალურ ვაჭრობასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

17 მაისს კი CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა სასტუმროს ფარული კამერები, რომელიც 2016 წლით თარიღდება, სადაც ჩანს, როგორ ძალადობდა რეპერი ვენტურაზე.

21 მაისს, Crystal McKinney – ყოფილმა მოდელმა დიდი სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა.

16 სექტემბერს, P Diddy-ს სახლების ჩხრეკისას, ფედერალებმა ცეცხლსასროლი იარაღი, საბავშვო ზეთების და ლუბრიკანტების ათასამდე ბოთლი, ნარკოტიკული საშუალებები, მრავალი “სათამაშო ზრდასრულთათვის” და ვიდეო-ჩანაწერები ამოიღეს.

რაში ედება ბრალი P Diddy-ს ?

მას ბრალი ედება გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში.  CNN-მა ასევე გამოაქვეყნა 14-გვერდიანი სასამართლო დოკუმენტები.

რა ვიცით ე.წ ,,თეთრი ფართის’’ შესახებ?

რეპერი ე.წ თეთრ ფართის წელიწადში ერთხელ საქველმოქმედო მიზნით, 20წელზე მეტია მართავს. ამ  ღონისძიების სტუმრებს შორის არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე მუსიკალური ბიზნესის და ჰოლივუდის წარმომადგენლები: ლეონარდო დიკაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე, ჯენიფრ ლოპესი, ელენ დეჯენერესი, მეგან ფოქსი, ალიშია ქისი, დონალდ ტრამპი, კამილა ჰარისი და სხვ.

აღნიშნული წვეულების დასრულების შემდეგ იწყებოდა ,,afterparty’’, სადაც დიდი სტუმრებს სასმელსა და საკვებში დაუკითხავად ნარკოტიკულ ნივთიერებებს უყრიდა, მათზე კონტროლის მოპოვების მიზნით. სავარაუდოდ, ზოგიერთი ცნობილი ადამიანი თავად იყო მსხვერპლი, ზოგი კი თვითონ იყო მოძალადე.

აღნიშნულ საქმეში ისახება ცოლ-ქმარი ჯეი-ზი და ბიონსეს კვალი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია მათ საქმესაც იძიებს.

გარდა ამისა, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია აშერსა და ჯასტინ ბიბერზე. თითქოს, აშერმა 48 საათით მიაქირავა ბიბერი დიდს და რეპერმა მასზე იძალადა, რის შემდეგაც ბიბერს დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები. თავად აშერიც თავის დროზე ძალადობის მსხვერპლი იყო დიდის მიერ.  ჯასტინ ბიბერს ამ ყველაფერზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ასევე, ინტერნეტ სივრცეში საუბრობენ, რომ დიდის სახელი უკავშირდება  2 Pac-ის, მაიკლ ჯექსონის და ალიას სიკვდილს.

okmagazine