Schiaparelli-ს დენიელ როუზბერიმ წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო

Schiaparelli-ს დენიელ როუზბერიმ წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო

ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ ყოველწლიური დაჯილდოება გამართა. ცერემონიის მსვლელობისას CFDA-ს ჟიურიმ მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა. 

საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი Schiaparelli-ს დენიელ როუზბერი გახდა, რომელიც საბჭომ საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა.

39 წლის ამერიკელი როუზბერი Schiaparelli-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს.