როგორ მოვიზიდოთ იღბალი და წარმატება?

როგორ მოვიზიდოთ იღბალი და წარმატება?

2025 წელი აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო წარმომადგენლის ნიშნის წელია. ის ბევრ მოვლენას, ცვლილებას და შეხვედრას გვპირდება.

რა უნდა ვიცოდეთ?

ხის მწვანე გველი უპრეტენზიო არსებაა. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სათანადო ყურადღებისა და პატივისცემის გარეშე უნდა დავტოვოთ. სხვათა შორის, გველი შეიძლება იყოს ძალიან ეჭვიანი!

ამიტომაც უნდა უზრუნველყოთ მისთვის კომფორტული გარემო: დაამშვენეთ ოთახი ქოთნის მცენარეებით, კარგი იქნება, თუ იქონიებთ ბონსაის ან ტროპიკული წარმოშობის ყვავილებს. დეკორატიული შადრევნები იდეალურად მოერგება ინტერიერს. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ აღმოსავლური სტილის ნივთებს.

არ დაგავიწყდეთ წლის გმირისთვის „განძის“ გაკეთება. სუვენირების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩინური მონეტები, ან უბრალოდ ერთი მუჭა რკინის ფული იზოლირებულ ადგილას განათავსეთ.