„რაც დღეს ხდება, მტკივნეულია“ – ხატია ბუნიათიშვილი საქართველოზე

„რაც დღეს ხდება, მტკივნეულია“ – ხატია ბუნიათიშვილი საქართველოზე

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

წამყვნი:

_ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეთ, ბავშვობა საქართველოში გაატარეთ. მოგეხსენებათ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა და რთულ იქნება ამაზე საუბარი. გსურთ შევეხოთ ამ თემას?

ხატია:

_ საქართველოს ისტორია საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, ეს პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა მუდმივად იძულებული იყო არჩევანი გაეკეთებინა თავისუფლებასა და მშვიდობას შორის. ამ ღირებულებების მიუხედავად, რაც ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს, საქართველო ყოველთვის რთულ მდგომარეობაში იყო.

რაც დღეს ხდება, მტკივნეულია. ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან. ისენი არიან ძალიან გულწრფელი და ჭეშმარიტი თაობის წარმომადგენლები. უბრალოდ გამოხატავენ თავიანთ სურვილს – გახდნენ დასავლური სამყაროს ნაწილი და იბრძოლებენ თავისუფლებისთვის. ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის სჯიან.