ტელეწაყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხი“ დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია წამყვანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.
არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე.
ანუ, ამ თემას ჩემი წამოსვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე. მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან „ტვ პირველზე“, ან „ფორმულაზე“. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას“, – წერს ჟორჟოლიანი.