2025 წლის მაღალი მოდის ჩვენება პარიზის გრან პალეში ბრენდის საუკუნოვან მემკვიდრეობას მიეძღვნა. ეს სეზონი მოდის სახლში გარდამტეხი ეტაპია, რადგან სულ მალე გუნდს ახალი კრეატიული დირექტორი, მეტიუ ბლეიზი, შეუერთდება.
უახლესი კოლექცია შანელის შემოქმედებითმა გუნდმა საერთო ძალებით შექმნა. სამოსში გაბრიელ შანელის ხედვა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.
სცენოგრაფმა უილო პერონმა გრან პალე ზღაპრულ სივრცედ გარდაქმნა. გრანდიოზული პოდიუმი შანელის ამოტრიალებულ ლოგოს – ორ “C”-ს განასახიერებდა, რომელიც თან უსასრულობის სიმბოლოს ჰგავდა.
პოდიუმზე მოდელები მსუბუქი, ჰაეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სამოსით გამოჩნდნენ. თვითონ კოლექცია ფერების სიმფონია იყო, რომელიც დღე-ღამის ციკლს ეხმიანებოდა.