შენ თუ ხარ მაგარი, უნდა დაამტკიცო და ხალხმა უნდა გაღიაროს – ალექს ალექსანიან

შენ თუ ხარ მაგარი, უნდა დაამტკიცო და ხალხმა უნდა გაღიაროს – ალექს ალექსანიან

მაკიაჟს შეუძლია არა მხოლოდ ხაზი გაუსვას ქალის სილამაზეს, არამედ ვიზუალურად გაახალგაზრდაოს იგი. მნიშვნელოვანია ყოველთვის ეწვიოთ პროფესიონალს, რადგან ის მოგცემთ სწორ რჩევებს და თქვენს სილამაზეში აუცილებლად შეიტანს იმ მნიშვნელოვან შტრიხებს, რომელიც ქალს უნდა ჰქონდეს.

მხატვარი და ვიზაჟისტი ალექს ალექსანიანი უკვე წლებია, რაც ამ სფეროშია და როგორც ის ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი.

 ალექს ალექსანიან:

_ ამ სფეროში ვარ 17 წელია. ბავშვობიდან მიყვარდა ეს საქმე და ქალის სილამაზეს სხვანაირად ვხედავდი. მე ვფიქრობ, რომ მამაკაცის ხედვა სხვანაირია. მე რასაკვირველია არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ქალბატონებს, ჩემს კოლეგებს.

ჩვენ სახეზე გამოგვყავს იმ დონეზე, რომ ქალი როდესაც ჩაიხედავს სარკეში, ის საკუთარ თავს სხვანაირს დაინახავს.

რაც შეეხება პრაქტიკას მე ამ კუთხით განათლება მივიღე კიევში და შემდეგ ჩამოვედი საქართველოში.

2010 წელს დავბრუნდი საქართველოში და ჩავთვალე რომ  აქაური სამყარო, მოდის ინდუსტრიაში და არა მხოლოდ, ბიუთი ინდუსტრიაში არაერთხელ დავამტკიცე რომ მე ვარ ამ საქმის პროფესიონალი. თქვენ ხედავთ კედელზე დიპლომებს, სიგელებს, მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ეს ყველაფერი მოდის გონებიდან, შემდეგ გადამაქვს ხელებში და ხელებიდან ქალის სახეზე.

_ საქართველოში თავის დამკვიდრება გაგიჭირდა?

_ სამოდელო სფეროში ვიყავი წლები, ვარ ყოფილი მოდელი, ახლაც ვმოდელობ, როცა კარგი შემოთავაზებები მაქვს.  სამოდელო და ბიუთი ინდუსტრი არის როგორც და-ძმა, ახლოსაა ერთმანეთთან. სამოდელო ინდუსტრიიდან გადავედი ბიუთი ინდუსტრიაში. იყო სირთულეები, მაგრამ დავძლიე ყველაფერი და დავამტკიცე, რომ ვარ პროფესიონალი.

ძალიან ბევრი სპეციალისტია და შენ თუ ხარ მაგარი, უნდა დაამტკიცო და ხალხმა უნდა გაღიაროს.  მე ძალიან ბევრი ვეცადე და გამომივიდა. მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, რაც გამომდის და რა თქმა უნდა, მყავს კმაყოფილი მომხმარებლები.

როცა ვხედავ, რომ ადამიანი ჩემი სტუდიიდან ბედნიერი გადის, ეს ჩემთვის სტიმულია. მე მინდა რომ ჩემი საქმე ლამაზად წარმოვაჩინო და სამყაროს ვაჩვენო ჩემი ხელობა და ხედვა.

_ როდესაც ქალბატონები მოდიან შენთან ენდობიან შენს ხედვას? თუ შესწორებები შეაქვთ და ამბობენ ეს მინდა და ეს უნდა გავიკეთო?

_ მოდიან, მოაქვთ ფოტო და მეუბნებიან ასეთი გამიკეთე, მე მაქვს ჩემი ხედვა. მე რა თქმა უნდა შემიძლია გავაკეთო ის, რაც მომხმარებლის მიერ მოტანილ ფოტოზეა, არ მაქვს არანაირი სტერეოტიპი.  რა საკვირველია გავაკეთებ, მაგრმ აუცილებელია შევიტანო ჩემი ხედვა. მე ყველა ქალს, გოგოს, ყველას სახეს ვუდგები ჩემი ხედვით, ამაში  გამიმართლა და გოგონები ყოველთვის კმაყოფილები და ბედნიერები არიან.

მაგალითად დუნდაც პატარძალი, გამოდის 300 კაცის წინაშე და უნდა რომ ყველაზე ლამაზი იყოს, ნერვიულობს ძალიან. მე შემიძლია და ძალიან გამართულად, თავდაჯერებულად ვაკეთებ ჩემ საქმეს. ყველა ქალი, პატარძალი თუ სხვა, ბედნიერია. როდესაც ჩემთან მოსული პატარძალი სარკეში ჩაიხედავს, ის არის ბედნიერი, ეხსნება ნერვიულობა, სტრესი და კარგადაა მთელი ქორწილის განმავლობაში.

_ შენს სტუდიაში მოსულ ქალბატონს კიდევ რა მომსახურეობები დახვდება?

_ ჩვენთან არის სრული პაკეტი. ყველანაირი სირთულის მაკიაჟის გაკეთება შესაძლებელია, ასევე ქალბატონებს შეუძლიათ ისარგებლონ ფრჩხილების მოვლის სრული პაკეტით, თმის მოვლის ყველანაირი პროცედურა თუ ვარცხნილობა კეთდება ჩვენთან.

ასევე, სტუდიაში შეგიძლიათ ისარგებლოთ წამწამების დაგრძელების, წარბისა და წამწამის ლამინირების პროცედურებით, პერმანენტული მაკიაჟის პროცედურებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. არ ვარ ორიენტირებული ფულზე, როგორც ეს არის საქართველოში. ჩემთვის მთავარია ხარისხი.