დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი სოციალურ ქსელში თავი სმომხმარებლისთვის და არამარტო საიტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
![](https://fashiontime.ge/wp-content/uploads/2025/02/Screenshot_9.png)
![](https://fashiontime.ge/wp-content/uploads/2025/02/Screenshot_6.png)
„დიდი ხანია ვმუშაობთ პტოექტზე, რომელსაც ჰქვია „ქართული მოდის სივრცე“ „Georgia Fashion Space“.
Პროექტის ხელმძღვანელი ციცი გოგინაშვილი, საოცრად ენერგიული და ნოვატორი.
ამ მულტიბრენდულ სივრცეში სტაჟიან ქართულ ბრენდებთან ერთად წარმოდგენილია ახალგაზრდა ბრენდები, რომლებიც სულ რამდენიმე წელია ქართული მოდის ასპარეზზე გამოჩნდნენ, ჩვენ შევამჩნიეთ და ვეხმარებით მათ განვითარებაში.
ჩემთვის დიდი პატივია 17 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის „Tin Tin“ წარმოდგენა ახალგაზრდა, პერსპექტიული ბრენდების გვერდით .
![](https://fashiontime.ge/wp-content/uploads/2025/02/Screenshot_5.png)
20 თებერვალს რამდენიმე ბრენდი ყაზახეთის ქალაქ აქტობეში უკვე მეორედ წარსდგება შოურუმში, ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ” Goddes“.
არასოდეს გვითხრათ – რა დროს მოდაა- ეს ჩვენი სამსახურია და საერთაშორისო ასპარეზზე კონტაქის საშუალება!
Მინდა გთხოვოთ გადახვიდეთ გვერდზე, მოიწონოთ და უბრალოდ მხარი დაგვიჭიროთ ახალ წამოწყებაში“, – წერს დიზაინერი.