43 წლის ალესანდრა ამბროსიომ გულშემატკივრები აღაფრთოვანა, როდესაც 9 მარტს, კვირას, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს ჩვენება ჯესიკა ალბასთან ერთად გახსნა. ბრაზილიელმა მოდელმა თავისი გრძელი და გამოკვეთილი ფეხები მჭიდრო ქვედა საცვლით წარმოაჩინა.
ლუქის მთავარ ელემენტად მან მუქი ლურჯი სვიტერი შეარჩია, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა. განსაკუთრებული აქცენტი კი შავი ტყავის Balenciaga-ს ჩანთაზე გაკეთდა.
ამ დროს, ამერიკელმა მსახიობმა, ჯესიკა ალბამ ფოტოგრაფების წინაშე დახვეწილი ელეგანტური ლუქით იპოზიორა. ის შავი სვიტერის სტილის კაბითა და თავისუფალი შალის პალტოთი გამოცხადდა.
ალბა, რომელიც გასულ თვეს თავის ქმარს, კეშ უორენს, თითქმის 17-წლიანი ქორწინების შემდეგ გაეყარა, ლუქი მზის სათვალითა და ტყავის ჩექმებით შეავსო, რათა კამერების განათებისგან თავი დაეფარა.

გარდა ჯესიკასა და ალესანდრასი, ჩვენებაზე ასევე იმყოფებოდნენ: 31 წლის მოდელი ბარბარა პალვინი, რომეო ბექჰემი, ასევე მსახიობები – ემილია ჯონსი და სარა მიშელ გელარი.
ჯესიკა ალბა ახლა განქორწინების პროცესის შუაგულში იმყოფება.
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ მისი საქმე ვარსკვლავურ განქორწინებების ადვოკატს, ლორა ვასერს გადაეცა.
Daily Mail-ის მიერ მოპოვებული იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, Sin City-ს ვარსკვლავმა განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოებები“ დაასახელა.
ორივე მშობელი ითხოვს, რომ მათ საერთო სამ შვილზე: 16 წლის ონორზე, 13 წლის ჰევენზე და 7 წლის ჰეისზე, ფიზიკური და იურიდიული მეურვეობა გაუნაწილდეთ.
ოფიციალურ დაშორების თარიღად ყოფილი წყვილი 27 დეკემბერს ასახელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ქორწინების წინასწარი კონტრაქტი არ ყოფილა, TMZ-ს ინფორმაციით, განქორწინება „უკიდურესად მეგობრულ“ ფორმატში წარიმართება.
წყარო: beaumonde.ge