“ბევრი ტრაგიკული ამბავი მაქვს ცხოვრებაში და ეს ერთ-ერთი მთავარია”
“არც ვიცი, ბევრი შეცდომა მაქვს თუ არა დაშვებული, ამაზე ზუსტი პასუხი წლების შემდეგ უფრო მეცოდინება” – ამბობს ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე.
fashiontime-ი გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს.
– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…
– …ხელში ავიყვანდი საკუთარ თავს და კარგად ვივარჯიშებდი, ამ მხრივ ძალიან გაზარმაცებული ვარ. პანდემიის პერიოდში აქტიურად ვვარჯიშობდი, მას შემდეგ, რაც კორონა შემხვდა, მოდუნებული ვარ.
– ვუფრთხილდები… – …ჩემი შვილის ფსიქიკას. უკვე დიდი ბიჭია, ოქტომბერში 10 წლის ხდება.
– დღემდე ვერაფრით ვისწავლე… – …ესპანური ენა. ამ ბოლო დროს გონებრივი და ფიზიკური აქტივობის პერიოდი არ მაქვს, სხვა ამბებზე ვარ გადართული.
– ვიტყუები… – …იშვიათად. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტყუილი ვიღაცას სასიკეთოდ გამოადგება. შეიძლება დიალოგში ადამიანს რაღაც იმიტომ მოვატყუო, რომ მეტი სტიმული მივცე.
– საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ…… – …როცა უსამართლობას ვაწყდები. თუ ვხედავ, ვინმეს ჩაგრავენ, შემიძლია, დანის პირზე გავიარო, ხანჯლიან კაცთან მივიდე.
– რამდენიც უნდა გადამიხადონ… – …არ ვითამაშებ პორნოგრაფიაში, არ ვუღალატებ ჩემს მთავარ ღირებულებებს. საკუთარი თავის და სურვილის წინააღმდეგ არასდროს წავალ, დანარჩენი წვრილმანებია.
ინტერვიუს ვრცელი ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალში ,,გზა”
