ემა სტოუნი „ოქროს თანაფარდობის“ მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია – ზენდაია კი მეორე ადგილზეა.
კინო- და სატელევიზიო ფილმების ვარსკვლავი, ემა სტოუნი, 94.72 პროცენტით აკმაყოფილებს „ოქროს თანაფარდობის“ კრიტერიუმებს.
„ემა სტოუნი აშკარა გამარჯვებული იყო, როდესაც სახის ყველა ელემენტი ფიზიკური სრულყოფილებისთვის გაიზომა“, – განმარტა დოქტორმა ჯულიან დე სილვამ, რომელიც ხელმძღვანელობს ლონდონში სახის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის მოწინავე ცენტრს.
„მან უმაღლესი შეფასება მიიღო წარბებისთვის (94.2 პროცენტი) და მაღალი შეფასება ყველა სხვა კატეგორიაში. მას აქვს თითქმის იდეალური ყბა – 97 პროცენტით და ლამაზი პროპორციების მქონე ტუჩები – 95.6 პროცენტით. ის პირველ ადგილზე გავიდა ოქროს თანაფარდობის ყველა ელემენტში თანმიმდევრული სრულყოფილების გამო.“
კვლევის თანახმად, სხვა ვარსკვლავებს შორის, რომლებსაც სამეცნიერო თვალსაზრისით, ლამაზი სახეები აქვთ, არიან ზენდაია, ბიონსე და მარგო რობი.
