აშშ-ის სასამართლომ ბრიტნი სპირსს უარი განუცხადა მოთხოვნაზე, გათავისუფლებულიყო მამის მეურვეობისგან.
ჯეიმი სპირსი 38 წლის შვილის ქონებას უკვე 12 წელია, განკარგავს. ამის მიზეზი მუსიკოსის მენტალური ჯანმრთელობაა.
გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, გრძელდება მოძრაობა #თავისუფლებაბრიტნის.
მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისაც სწამს, რომ პოპვარსკვლავი მამის და გარშემომყოფების ტყვეობაში იმყოფება.