ამერიკული ანიმაციური სერიალის გმირები Tom & Jerry (კატა და თაგვი) ეკრანს უბრუნდებიან.
ახალი ფილმის პრემიერა 2021 წელს გაიმართება.
ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავები ქლოი გრეის მორეცი და მაიკლ პენია მონაწილეობენ.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ჯერი დასახლდა. აქ მალე გრანდიოზული ქორწილი უნდა გაიმართოს. თაგვის მოსაშორებლად თანამშრომელი (ქლოი გრეის მორეცი) თავის უფროსს (მაიკლ პენიას) სთავაზობს ცნობილი კატის დაქირავებას.
Warner Bros. Pictures-მა ფილმის ოფიციალური ტრეილერი უკვე გამოაქვეყნა.