No one wins when playing with life – არ ეთამაშო ცხოვრებას, მაინც წააგებ! – გრძელდება პროექტი „ცხოვრება მშვენიერია“, რომლის ავტორებიც გახლავთ ლონდონში მცხოვრები ქართველები თათა ოქროპირიძე და ეკატერინე მგალობლიშვილი.
ახალი ნამუშევრის შექმნის ისტორიაზე თათა ოქროპირიძე fashiontime-ს ესაუბრება:
_ ცხოვრებასთან თამაშის დროს არავინ იმარჯვებს! არავინაა გამარჯვებული, როდესაც სიცოცხლეს ეთამაშები. პირადი ცხოვრების გარდა პრობლემა უფრო ღრმად მიდის, ჩაითრევს ოჯახებს, ახლობლებს და ერთი პირადი პრობლემა დიდ საერთო სენივით მოედება ყველას. ცხოვრება ისედაც მძიმე და ხანმოკლეა, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავცდეთ.
_ პანდემიამ ბევრ რამეში შეგიშალა ხელი?
_ რა თქმა უნდა. პირველ რიგში, კორონავირუსმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდა ამისა, ყველა სახლშია გამოკეტილი. ცხოვრება მოსაწყენი და დეპრესიული გახდა, თუმცა ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე და წამოვიწყე პროექტი სახელწოდებით: „ერთი დანა, ერთი სიცოცხლე“. ფოკუსირებული ვარ მხოლოდ ნამუშევრებზე. მინდა, თითოეულმა ჩემმა ნამუშევარმა თავისი სათქმელი თქვას. ვცდილობ, უფრო დავიხვეწო და თვალსაწიერი გავაფართოვო.
_ რა იქნება შენი მომდევნო მესიჯი?
_ ძალადობა უკეთესს მომავალს არ აშენებს _ ეს იქნება ჩემი შემდეგი მესიჯი. მინდა, ჩემს ნამუშევრებში ნელ-ნელა ღია ფერები შემოვიტანო და საზოგადოებას ვანახო, რომ ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია და ძალიან ფერადი.
ფოტოს ავტორი -George Van de Kamp
ფოტოსტუდია – Full moon shoots
სამოსი შექმნილია მოდის ატელიეში ,,კატრინი”