Fashiontime გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ლონდონში მცხოვრებ ქართველ გოგონა თათა ოქროპირიძესთან:
_ თათა, რატომ გადაწყვიტე დიზაინერობა ისეთ კონკურენტუნარიან ქვეყანაში, როგორიც ინგლისია?
_ ყოველთვის მაინტრესებდა, რაღაც განსხვავებული შემექმნა, რომელსაც შეეძლო რაიმე მესიჯის გადმოცემა. ვიცი, რომ აქ ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერია, მაგრამ ყველა ინდივიდუალურია. ვეცდები, მეც ჩემი სტილი ვაჩვენო საზოგადოებას.
_ რომელია შენი საყვარელი მოდის სახლი?
_ ყველა ცნობილი დიზაინერი საინტერესოა, მაგრამ ვერსაჩეს გამოვყოფდი. მომწონს მისი სტილი და უნიკალურობა.
_ რაზე ოცნებობ?
_ ვოცნებობ, დავდგე ცნობილი დიზაინერების გვერდით მაღალი და დახვეწილი კოლექციით.
_ რა არის შენი ჰობი?
_ ჩემი ჰობია ხატვა, სადაც შემიძლია ჩემი გრძნობების გადმოცემა, ეს მეხმარება სტრესიდან გამოსვლაში.
_ რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობაზე იზრუნებდი სიამოვნებით და რატომ?
_ შანსი რომ მქონდეს, ჩავაცმევდი კენდალ ჯენერის. საინტერესოდ გადმოსცემდა მისი სხეული და გამომეტყველება ჩემს მესიჯს.
_ რა იქნება შენი შემდგომი მესიჯი?
_ The Time In Life Too Short!
ვივიენ დოლიძე, Fashiontime