ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების – „ოსკარის“ 2024 წლის ნომინანტების სია დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემაში ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტ ნომინაციას წელს „ოპენჰაიმერი“ და „ბარბი“ მიიღებენ. მათივე ცნობით, ნომინაციებს მიიღებენ ფილმები „საბრალოები“, „მიტოვებულები“ და „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“.
რაც შეეხება სამსახიობო ნომინაციებს, BBC-ში პროგნოზირებენ, რომ მათზე წარდგენილები იქნებიან კილიან მერფი, ემა სტოუნი, რობერტ დაუნი ჯუნიორი და დავინ ჯოი რენდოლფი. ნომინანტებს თბილისის დროით 17:30 საათზე გამოაცხადებენ.
„ოსკარის“ 96-ე ცერემონია დოლბის კინოთეატრში 10 მარტს გაიმართება. მისი წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.