რუმინელი რეჟისორის, რადუ ჟუდეს ფილმი „წარუმატებელი სექსი ანუ შეშლილი პორნო“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს დათვის“ მფლობელი გახდა.
ფილმი მასწავლებელზე მოგვითხრობს, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ინტერნეტში მოხვდება.
ჟუდე „ბერლინალეს“ გამარჯვებული 2015 წელსაც გახდა. „ოქროს დათვი“ მას ფილმისთვის „ბრავო“ გადაეცა.
წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ-ფორმატში ტარდება.