მოსკოვის დიდ თეატრში, სადაც ოპერა „სადკო“ იდგმებოდა, სასცენო დეკორაციამ 37 წლის მსახიობი ევგენი კულეში ქვეშ მოიყოლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს მიმართულება აერიოა და იქ დადგა, სადაც ახალი, 2 ტონიანი დეკორაცია უნდა დაშვებულიყო. ის ადგილზე დაიღუპა.
წარმოდგენა სასწრაფოდ შეწყდა და მაყურებელს დარბაზი დაატოვებინეს.